"STOP 5G GEORGIA"-ს ადმინისა და მოდერატორების პროფაილების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ძირითადად მსგავს იდეოლოგიას იზიარებენ. არიან
ქართული მარშისა და მისი წევრების მომხრეები. აზიარებენ ისეთი პროპაგანდისტული გვერდების ვიდეოებს, როგორიცაა
„ალტ-ინფო". ბოლო პერიოდში ავრცელებენ
ლუკაშენკოსთან დაკავშირებულ პოსტებს და გამოხატავენ მისი პოლიტიკის მიმართ სიმპათიებს. თითქმის ყველა მათგანის გვერდზე გვხვდება
ანტიდასავლური,
ანტილიბერალური და
ჰომოფობიური პოსტები. იკვეთება ერთ-ერთი
მოდერატორი „Mia Million"-ის კავშირი ბექა ვარდოსანიძესთან. ბოლო პერიოდში გააქტიურდა პოსტები
იუვენალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
ხოლო ჯგუფში "შევაჩეროთ 5G საქართველოში" განსაკუთრებით აღსანიშნავია 2 ადმინის ირაკლი თოდრიასა და მაია დვალიძის პროფაილები. მაია დვალიძე
დიმიტრი ლორთქიფანიძისა და
რუსეთთან კავშირების აღდგენის მომხრეა. მის გვერდზე წარმოჩენილია
ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობა, ანტიდასავლური პროპაგანდისტული პოსტები. იგივე შეიძლება ითქვას ირაკლი თოდრიაზეც, რომელიც
ქართული მარშის მხარდამჭერია.
ორივე ჯგუფის ადმინებიდან რამდენიმეს კავშირი აქვს ერთმანეთთანაც. მაგალითად, მაია დვალიძე ერთ-ერთ Facebook ჯგუფში აზიარებდა ლაშა მოდებაძის პოსტებს.
ჯგუფებში აქტიურად ვრცელდება პოსტები ისეთი ჯგუფებიდან, როგორიცაა, მაგალითად, "
კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ". საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჯგუფის წევრები ძირითადად
რუსულ წყაროებს იყენებენ. აზიარებენ რუსი ბლოგერების ვიდეოებს და ა.შ. ჯგუფში
განთავსებულ ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილს "Facebook" ფარავს მცდარი, პროპაგანდისტული შინაარსის გამო.